რუსუდან გიოშვილის პროექტის პორტფოლიო პროექტის სანახავად გადადით ბმულზე
Сообщения
Сообщения за 2014
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მე-7 დღე დღევანდელი დღე ხალისით დავიწყეთ,ველოდებოდით სიახლეებს და მოლოდინი გაგვიმართლდა.გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე.შევისწავლეთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები. შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის. გავაკეთეთ რეფლექსია. დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ და ნიჭიერ ტრენერს,თქვენგან ბევრი კარგი შევიძინე.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მე-5 დღე დღევანდელი დღეც დიდი ხალისით დაიწყო.ყველა მონდომებული და მოწადინებულია. დღეს გავიხსენეთ პაუერ პოინტში მუშაობის წესები. ვისაუბრეთ როგორ მივაღწიოთ შედეგებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.ვნახეთ სტსნდარტების და მიზნების რუბრიკები,განვიხილეთ თუ როგორ შეესაბამება ეს ყველაფერი პროექტს.ვისწავლეთ რისთვის გამოვიყენებთ ინტერნეტ სივრცეს ჩვენს პროექტში.საავტორო უფლებების გაცნობა.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის მე-4 დღე ეს დღეც ჩვეული სამუშაო რეჟიმით დაიწყო.განვიხილეთ საშინაო დავალებები.მივიღეთ შენიშვნები,რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. განვიხილეთ ისეთი საკითხები,რომელიც პროექტის შესრულებაში დაგვეხმარება. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრეი და მოვახდინეთ უკუკავშირები. ვისწავლეთ სასურველი სურათის ან კადრის ამოჭრა,რომელსაც პროექტის მომზადების დროს გამოვიყენებთ. ნიმუშების განხილვა ვიუვერში. ვისაუბრეთ შეფასების მნიშვნელობაზე.
- Получить ссылку
- X
- Электронная почта
- Другие приложения
ტრენინგის 1-2 დღე. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. სასწავლო პროცედურების შედგენისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. შევისწავლე ახალი საქაღალდის შექმნა საკუთარ პორტფოლიოში და მასალის გადანაწილება. გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკას,რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას. ჩემი იმედი გამართლდა,ბრწყინვალე ტრენინგი იყო,უამრავ სიახლეს გავეცანი და შევისწავლე. ვისწავლე ბლოგის შექმნა,რომელიც მაინც და მაინც რთული არ ყოფილა. ვისწავლე "გუგლ დრაივის" გამოყენება,მომეწონა და ხშირად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. საინტერესო იყო სურათების ატვირთვა და ერთმანეთთან გაზიარება.