Сообщения

რუსუდან გიოშვილის პროექტის პორტფოლიო პროექტის სანახავად გადადით  ბმულზე
Изображение
ტრენინგის მე-9 დღე შევამოწმეთ ჩვენი ნამუშევრები და ავტვირთეთ ბლოგზე. უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას,გფარავდეთ უფალი.
Изображение
ტრენინგის მე-8 დღე მთელი კვირა მოუთმენლად ველოდი შაბათ დღეს.ყველა მომზადებული მოვიდა,შევამოწმეთ საშინაო დავალებები,მოვახდინეთ უკუკავშირები. დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას. შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
ტრენინგის მე-7 დღე დღევანდელი დღე ხალისით დავიწყეთ,ველოდებოდით სიახლეებს და მოლოდინი გაგვიმართლდა.გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე.შევისწავლეთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები. შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის. გავაკეთეთ რეფლექსია. დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ და ნიჭიერ ტრენერს,თქვენგან ბევრი კარგი შევიძინე.
Изображение
ტრენინგის მე-6 დღე ეს მშვენიერი დღე საშინაო დავალებების შემოწმებით დაიწყო,მოვახდინეთ  უკუკავშირები.ყველას ბრწყინვალე ნამუშევრები ჰქონდა წარმოდგენილი. ყოველი დღე საინტერესო და მიმზიდველია. განვიხილეთ  მე-4 მოდული.
ტრენინგის მე-5 დღე დღევანდელი დღეც დიდი ხალისით დაიწყო.ყველა მონდომებული და მოწადინებულია. დღეს გავიხსენეთ პაუერ პოინტში მუშაობის წესები. ვისაუბრეთ როგორ მივაღწიოთ შედეგებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.ვნახეთ სტსნდარტების და მიზნების რუბრიკები,განვიხილეთ თუ როგორ შეესაბამება ეს ყველაფერი პროექტს.ვისწავლეთ რისთვის გამოვიყენებთ ინტერნეტ სივრცეს ჩვენს პროექტში.საავტორო უფლებების გაცნობა.